Sunday, April 23, 2017

მეექვსე დღე



   ინტელის მეექვსე დღე მნიშვნელოვანი  იყო  ჩემთვის  პრაქტიკული გამოცდილების მიღების თვალსაზრისით, რადგან ვიმუშავე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის მოდულზე ტრენერის მიერ ინტელის სახელმძღვანელოში რამოდენიმე ნაშრომის გაცნობის შემდეგ.
   გადმოვწერე პრეზენტაციის ჩეკლისტი  საქაღალდეში ნიმუშის სახით და   შევქმენი ჩემი პროექტის შესაბამისი საპრეზენტაციო ნაშრომის ჩეკლისტი .
    Power Point-ში  შევქმენი საპრეზენტაციო ფაილი და ავტვირთე ღრუბლებში.  

Saturday, April 22, 2017

მეხუთე დღე



     ინტელის პროექტის მეხუთე დღე  ძალიან ნაყოფიერი და მრავალმხრივი იყო.
  გავიხსენე განვლილი მასალის რეფლექსია, გავეცანი პროექტზე დაფუძნებულ სწავლების შეფასებას, რომელიც მეტად საინტერესო და პრაქტიკაში  გამოყენებადი აღმოჩნდა ჩემთვის. ასევე მნიშვნელოვანი  და საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის პროეფტების  შეფასების ხუთი სტრატეგია.  განვიხილეთ ხუთივე სტრატეგია, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია აუდიტორიაში, შევარჩიე პროექტის თემატიკიდან გამომდინარე შეფასების  ხუთივე სტრატეგია და გადავიტანე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში.გავეცანი შეფასების რუბრიკებს, რომელიც დამეხმარება შეფასებების გაწერაში. შეფასების რუბრიკები გადმოვტვირთეთ  საქაღალდეში და ავტვირთეთ ღრუბლებში.
 საშინაო დავალებად მომეცა შეფასების რუბრიკების ადაფტირება პროექტის თემატიკიდან გამომდინარე.

Sunday, April 9, 2017

მეოთხე დღე

   



  •  ჩემთვის მნიშვნელოვანია  განვლილი დღეების რეფლექსია.
  • მოვახდინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხების ფორმულირება.
  • მოვისმინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო საკოთხების მაგალითების განხილვა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.
  • მვახდინე კლასიფიკაცია ზოგადი, თემატური,შინაარსობლივი საკვანძო კითხვების  პროექტის შინაარსიდან გამომდინარე.
  •  მოვახდინეთ საკვანძო კითხვების გაზიარება და უკუკავშირი.
  • გავეცანი რედაქტირების რეჟიმს.
  • შევქმენი ელექტრონული ბუკლეტი . 
       
        საშინაო დავალება:  ჯგუფის წევრების კომენტარები პოსტებზე;პორტფოლიოში გადავიტანოთ  მიმართულების მიმცემი კითხვები.



     

Saturday, April 8, 2017

მესამე დღე

                                          

  •     განვლილი მასალის რეფლექსია.
  •     განვიხილეთ საშინაო დავალება: სტანდარტი, მიზნები( პროექტის თემიდან გამომდიბარე)
  •   შევავსე  პირად პორტფოლიოში ,,სასწავლო გეგმის შაბლონი" : საგნობრივი პროექტის სტანდარტისა და სასწავლო მიზნების - სწავლების შედეგები.
  •    ვიმუშავე ბლუმის ტაქსონომიის შესაბამისობაზე პროექტის მიზნებთან.
  •     გავიგე რა არის ჩეკლისტი.
  • ჩემი საქაღალდე განვათავსე ღრუბლებში.
  •      საშინაო  დავალება: ბუკლეტის  მოდელის შექმნა.
  • ოთხმა საათმა ნაყოფიერად ჩაიარა.

Sunday, April 2, 2017

მეორე დღე

 

        ინტელის მეორე დღე დაიწყო  პროექტის იდეების განხილვა–უკუკავშირით,შევქმენი პირადი პორტფოლიო, გავეცანი საიტს ncp.ge ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალს. ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი  ჩემთვის მეტად გამოსადეგი და მნიშვნელოვანია.
 

     საშინაო დავალება: თემატიკიდან გამომდინარე შესაბამისი სტანდარტისა და  ინდიკატორის მოძიება.


     ოთხმა საათმა უმნიშვნელოდ გაირბინა.....

პირველი დღე

 

         ინტელის პირველი დღე იყო საინტერესო და      მრავალმხრივი.  


  •   განვიხილეთ 21 საუკუნის უნარ–ჩვევებით პროექტის სწავლება.
  •   გავეცანი  ელექტრონული წიგნის მნიშვნელობა–გამოყენებას, რომელიც საკმაოდ პრაქტიკული და გამოსადეგი აღმოჩნდა  ჩემთვის. 
  •    შევქმენი ახალი ბლოგი  და გავაზიარე.



              საშინაო დავალება: პროექტის იდეის მოფიქრება.

მეცხრე დღე

           ტრენინგი, პროექტების სწავლება  intel-ის კურსით დასასრულს მიუახლოვდა. მადლობა  ქალბატონ ხათუნა ციხელაშვილს სატრენინგო  მასალის...