Tuesday, May 9, 2017

მეცხრე დღე

   

       ტრენინგი, პროექტების სწავლება  intel-ის კურსით დასასრულს მიუახლოვდა. მადლობა  ქალბატონ ხათუნა ციხელაშვილს სატრენინგო  მასალის საინტერესოდ და მრავალმხრივად   მოწოდებისთვის .   

Sunday, May 7, 2017

მერვე დღე



        მერვე   დღე დაიწყო  მეშვიდე დღის რეფლექსიით. ტრენერმა, ქალბატონმა ხათუნამ, გაგვაცნო მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო თემა ,,საავტორო უფლებების დაცვა''.
    ჩემთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმის ცოდნა  თუ რა არ ვრცელდება საავტორო უფლების ფარგლებში და რა  შემთხვევაში ვრცელდება საავტორო უფლებები .ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაცია  1923 წლამდე დაუცველ საავტორო უფლებების შესახებ.    ვისაუბრეთ საავტორო უფლებების სიმბოლოზე.თეორიული მასალა შესაძლებელია მოვიძიოთ ელექტრონულ სახელმძღვანელოში.
  ასევე ვისაუბრეთ მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებაზე, მათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე, მიდგომებზე. თეორიული მასალა მოვიძიე ელექტრონულ სახელმძღვანელოში.
    სასწავლო პროექტის გეგმაში გავწერე დიფერენცირებული სწავლება. თუ როგორ ჩავრთავ სპეციალურ საჭიროების მქონე მოსწავლეებსა და ნიჭიერ  მოსწავლეებს პროექტის მსვლელობაში. 

Saturday, May 6, 2017

მეშვიდე დღე

     

                                მეშვიდე დღე ჩემთვის იყო მეტად მნიშვნელოვანი და გამოყენებადი პრაქტიკული  თვალსაზრისით .გავიხსენე შეფასების სრტრატეგიები, სასწავლო პროექტის გეგმაში გავწერე პროექტის მსვლელობა, იდეების გენერირება, ჯგუფებში მუშაობა: დავალებების გადანაწილება, კვლევა, ჰიპოტეზა, გაფილტვრა, მეტაშემეცნება, შეფასება, ჩამოვწერე აქტივობები და გავწერე დროში.
     

Sunday, April 23, 2017

მეექვსე დღე



   ინტელის მეექვსე დღე მნიშვნელოვანი  იყო  ჩემთვის  პრაქტიკული გამოცდილების მიღების თვალსაზრისით, რადგან ვიმუშავე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის მოდულზე ტრენერის მიერ ინტელის სახელმძღვანელოში რამოდენიმე ნაშრომის გაცნობის შემდეგ.
   გადმოვწერე პრეზენტაციის ჩეკლისტი  საქაღალდეში ნიმუშის სახით და   შევქმენი ჩემი პროექტის შესაბამისი საპრეზენტაციო ნაშრომის ჩეკლისტი .
    Power Point-ში  შევქმენი საპრეზენტაციო ფაილი და ავტვირთე ღრუბლებში.  

Saturday, April 22, 2017

მეხუთე დღე



     ინტელის პროექტის მეხუთე დღე  ძალიან ნაყოფიერი და მრავალმხრივი იყო.
  გავიხსენე განვლილი მასალის რეფლექსია, გავეცანი პროექტზე დაფუძნებულ სწავლების შეფასებას, რომელიც მეტად საინტერესო და პრაქტიკაში  გამოყენებადი აღმოჩნდა ჩემთვის. ასევე მნიშვნელოვანი  და საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის პროეფტების  შეფასების ხუთი სტრატეგია.  განვიხილეთ ხუთივე სტრატეგია, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია აუდიტორიაში, შევარჩიე პროექტის თემატიკიდან გამომდინარე შეფასების  ხუთივე სტრატეგია და გადავიტანე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში.გავეცანი შეფასების რუბრიკებს, რომელიც დამეხმარება შეფასებების გაწერაში. შეფასების რუბრიკები გადმოვტვირთეთ  საქაღალდეში და ავტვირთეთ ღრუბლებში.
 საშინაო დავალებად მომეცა შეფასების რუბრიკების ადაფტირება პროექტის თემატიკიდან გამომდინარე.

Sunday, April 9, 2017

მეოთხე დღე

   



  •  ჩემთვის მნიშვნელოვანია  განვლილი დღეების რეფლექსია.
  • მოვახდინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხების ფორმულირება.
  • მოვისმინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო საკოთხების მაგალითების განხილვა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.
  • მვახდინე კლასიფიკაცია ზოგადი, თემატური,შინაარსობლივი საკვანძო კითხვების  პროექტის შინაარსიდან გამომდინარე.
  •  მოვახდინეთ საკვანძო კითხვების გაზიარება და უკუკავშირი.
  • გავეცანი რედაქტირების რეჟიმს.
  • შევქმენი ელექტრონული ბუკლეტი . 
       
        საშინაო დავალება:  ჯგუფის წევრების კომენტარები პოსტებზე;პორტფოლიოში გადავიტანოთ  მიმართულების მიმცემი კითხვები.



     

Saturday, April 8, 2017

მესამე დღე

                                          

  •     განვლილი მასალის რეფლექსია.
  •     განვიხილეთ საშინაო დავალება: სტანდარტი, მიზნები( პროექტის თემიდან გამომდიბარე)
  •   შევავსე  პირად პორტფოლიოში ,,სასწავლო გეგმის შაბლონი" : საგნობრივი პროექტის სტანდარტისა და სასწავლო მიზნების - სწავლების შედეგები.
  •    ვიმუშავე ბლუმის ტაქსონომიის შესაბამისობაზე პროექტის მიზნებთან.
  •     გავიგე რა არის ჩეკლისტი.
  • ჩემი საქაღალდე განვათავსე ღრუბლებში.
  •      საშინაო  დავალება: ბუკლეტის  მოდელის შექმნა.
  • ოთხმა საათმა ნაყოფიერად ჩაიარა.

მეცხრე დღე

           ტრენინგი, პროექტების სწავლება  intel-ის კურსით დასასრულს მიუახლოვდა. მადლობა  ქალბატონ ხათუნა ციხელაშვილს სატრენინგო  მასალის...